saqarTvelos mwvervalebi - maxismaRali
მახისმაღალი - მწვერვალი ხევსურეთის ქედზე, მდინარე მითხურის (არღუნის მარცხენა შენაკადი) სათავეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. შატილის ჩრდილოეთ-დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4007 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური და სუბალპური ლანდშაფტი.